ნინო მერებაშვილი

n.merebashvili@idfi.ge

+995 32 2921514

ნინო მერებაშვილი

მთავარი იურისტი

ნინო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს 2014 წლის ივნისში, პროექტ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის (www.opendata.ge) ფარგლებში სამართლის სპეციალისტის პოზიციაზე შეუერთდა.

 

ნინომ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი (იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი), რის შემდეგაც გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.  მოგვიანებით ის დასაქმდა  “საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოში”.  აღნიშნულ ორგანიზაციაში იურისტისა და სასამართლო მონიტორინგის კოორდინატორად 2.5 წლის  მუშაობის შემდეგ ის  სასწავლებლად გაემგზავრა ლაიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) სამაგისტრო კურსის გასავლელად საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპათმცოდნეობის სპეციალიზაციით (იყო უნივერსიტეტის პლატინის სტიპენდიანტი).

 

ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ტრეინინგსა და სტუდენტურ კონფერენციაში, ასევე სხვადასხვა იმიტირებულ სასამართლო პროცესში. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, საშუალოდ რუსულ და დამწყებ დონეზე გერმანულ ენას.    

ნინო მერებაშვილი (ის) პუბლიკაციები