საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევები და მათი დაძლევის გზები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 4 ივლისი 2016

ნარკვევის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლევან ავალიშვილი, გოგა თუშურაშვილი და სანდრო ქევხიშვილი

 

 

2013 წელს საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანი იყო საქართველოს ყველა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა, რომელიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ სარგებლობდა უკვე არსებული სახელმწიფო დაზღვევით და არ გააჩნდა კერძო დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისგან განსხვავებით სხვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები.


2014 წელს ყველა სხვა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა გაუქმდა და მათი მოსარგებლე მოქალაქეებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ. შესაბამისად, კერძო სადაზღვევო კომპანიები ამ პერიოდიდან უკვე აღარ მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროექტებში.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები. თუმცა, პროგრამის მასშტაბებმა გააჩინა რისკები, რომლებიც დაკავშირებულია: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან; პროგრამის ეფექტურ მართვასთან; კერძო სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან.

 

IDFI-ის მერ მომზადებული პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევების შესწავლა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მისი ფინანსური მაჩვენებლების და სხვა მონაცემების შესწავლით ნათლად გამოჩნდა, რომ პროგრამის შექმნისას არ იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები, რომლებიც პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იჩენდა თავს. პროგრამას არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. მათ შორის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების ზრდის არსებული ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს, რომ სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დროულ დაფარვას, რაც გამოიწვევს პროგრამის ფუნქციონირების შეფერხებას.


მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის მიერ განხორციელებულ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვადაგადაცილებული ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც IDFI-ის შესაბამისი მოთხოვნის პასუხად აცნობა, რომ ანგარიშსწორება ხორციელდება დადგენილი ვადების დაცვით.

 

კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის. სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაზე. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების გეგმის არ არსებობა კერძო კომპანიებს უქმნის არასტაბილურ გარემოს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარებას.

 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში დადგება პროგრამის გარკვეული ფორმით შეცვლის აუცილებლობა. ამ მოსაზრებას ამყარებს საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროგრამის შესაძლო მოდიფიკაციასთან დაკავშირებით.

 

IDFI მიიჩნევს, რომ პროგრამის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

 

1) შემუშავდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტრატეგია და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა . პროგრამის განვითარების გრძელვადიანი ხედვა მეტ სტაბილურობას მიანიჭებს, როგორც პროგრამას, ასევე კერძო სადაზღვევო სექტორს.


2) პროგრამის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით გადაიხედოს პროგრამის საყოველთაობის მიზანშეწონილობა. მიზნობრივ პროგრამად ფორმირების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭოს სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საპენსიო ასაკის მოსახლეობას, მცირე წლოვან ბავშვებს და დაბალ შემოსავლიან მოქალაქეებს. პროგრამის განვითარების გეგმასა და სტრატეგიაში დეტალურად გაიწეროს მისი მოდიფიცირების ეტაპები.


3) საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საყოველთაო ჯანდაცვის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყოს მსჯელობა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის შესახებ.


4) დაიხვეწოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის სისტემა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სამედიცინო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის ალბათობა.


5) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მისცემს კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.

 

 

/public/upload/Meri/Policy Brief.pdf

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024