IDFI - GPSA-ის პარტნიორთა გლობალურ ფორუმზე
2016 წლის პარტნიორთა გლობალური ფორუმი 19-24 მაისს ვაშინგტონში გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, კერძო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ფორუმზე წარმოადგენდა საბა ბუაძე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში.