IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები გამოავლინა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 11 დეკემბერი 2015

11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში 2010-2015 წლებში.

 

ღონისძიება IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გახსნა და 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”-ს ხუთწლიანი საქმიანობა შეაჯამა და მიღწეული შედეგები მიმოიხილა.

 

OpenData.ge აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პირველი და წარმატებული საჯარო ინფორმაციის მონაცემთა პლატფორმა. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი.

 

OSGF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა OpenData.ge წარმატებულ პროექტად შეაფასა. მან ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით IDFI-ს მიერ შესრულებულ როლზე. ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 1996 წელს მიღებული კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აღარ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და OSGF-ის მხარდაჭერით შემუშავებული ახალი კანონპროექტი, მისი დამტკიცების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დღეს არსებულ საჯაროობის გარემოს. 

 

IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტატისტიკაზე ისაუბრა. პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge”-ს ფარგლებში გასული წლების განმავლობაში IDFI-მ სულ საჯარო ინფორმაციის 30152 მოთხოვნა გაგზავნა, საიდანაც პასუხი მიღებულია 24 438 მოთხოვნაზე.

 

ყველა პროექტის ფარგლებში წარმოებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ გამოვლენილი იქნა 2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები, ეს დაწესებულებებია:

 

• საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
• დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა



რაც შეეხება უშუალოდ 2015 წელს, სპეციალურ ჯილდოებით (სიგელებით) „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ დაჯილდოვდნენ შემდეგი ცენტრალური საჯარო დაწესებულებები:

 

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი და ყველა სამინისტრო

 

2015 წლის მონაცემებით ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ. გასულ წლებში ყველაზე დახურულ უწყებებად დასახელდნენ: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (2014); ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (2013); საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2012)

 

ლევან ავალიშვილმა ასევე დაასახელა სამი უწყება, რომლებმაც, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები:

 

• იუსტიციის სამინისტრო - 45,9% რეგრესი (იუსტიციის სამინისტრომ, 2014 წელთან შედარებით 45,9%-ით გააუარესა საკუთარი მაჩვენებლები, დატოვა რა უპასუხოთ IDFI-ის მიერ გაგზავნილი 25 მოთხოვნა)
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 50,2% რეგრესი (უპასუხოთ დატოვა IDFI-ის მიერ გაგზავნილი 44 მოთხოვნა)
• მთავრობის ადმინისტრაცია - 74,8% რეგრესი (მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში მიიღო მხოლოდ 23.3 %).

 

IDFI-ის მომზადებული ანგარიშში მოცემულია თითოეული საჯარო დაწესებულების 2015 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, შემაჯამებელი ანგარიში ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

 

გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია

ლევან ავალიშვილის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია

ღონისძიების ვიდეო ჩანაწერი

ფოტო ალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024