IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები გამოავლინა - მედია გაშუქება

სიახლეები | IDFI მედიაში 14 დეკემბერი 2015

11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში 2010-2015 წლებში. ღონისძიება არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა.

 

გადაცემაში "მთავარი" IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში და დღეისთვის არსებულ ტენდენციებზე ამ კუთხით. 

 

რადიო თავისუფლებაში, გადაცემა "დილის საუბრების" ეთერში IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გაცემის ხარისხზე. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წელიწადს ძალიან გაიზარდა ღიაობა - მათ შორის, პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც მოგვიანებით მკვეთრად შეიცვალა. 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ლევან ავალიშილმა განაცხადა: "ტენდენციები, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია, თუმცა, მაინც არის პრობლემური უწყებები და ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან არ ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას" 

 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა: "საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გაუარესება არის იუსტიციის სამინისტროსა და გარკვეულწილად, მთავრობის ადმინისტრაციაშიც", ხოლო ტელეკომპანია მაესტროსთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ 50-ზე მეტ უწყებას აქვს გამჭვირვალობის 100%_იანი მაჩვენებელი. 

 

გიორგი კლდიაშილმა იმედთან საუბარში განაცხადა: "ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხის გაუარესება საგრძნობია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციაში"

 

ლიბერალმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე, თუმცა IDFI-ის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი იუსტიციის სამინისტრომ - 46%-ით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ - 50%-ით და მთავრობის ადმინისტრაციამ 75%-ით. 


“2015 წლის მონაცემებით ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ”- ვკითხულობთ ტაბულას სტატიაში.

 

ღონისძიება და ხუთწლიანი ანგარიშის შედეგები ასევე გააშუქეს სხვა მედია გამოცემებმაც:


News.ge; Guardian.geDfwatch.net ; DigitalReportGhn.ge Bpn.ge MediaNews.ge Apsny.ge Ipress.ge 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024