1995-2015 წლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 27 დეკემბერი 2015

2015 წლის 4 დეკემბერს IDFI-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით 1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392 260 000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272 870 000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 140 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 140 000 აშშ დოლარი ( USA Government – 258 940 000, USA-MCC – 414 410 000, USA USAID – 238 790 000). საქართველოსთვის აღნიშნულ პერიოდში უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია - 118 090 000 აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65 850 000 აშშ დოლარი, იაპონია - 40 920 000 აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 010 000 აშშ დოლარი და უკრაინა 12 600 000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებების და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (EC)- 550 370 000 დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 090 000 აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45 320 000 აშშ-დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22 310 000 აშშ დოლარი.

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ უსასყიდლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნები თუ გაერთიანებები. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთვის ერთობლივად გამოყვეს მილიარდ ნახევრამდე აშშ დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება და ეს იმის ფონზე, როდესაც ფინანსურ დახმარებასთან ერთად საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ასევე გაგვიწიეს სხვა მნიშვნელოვანი დახმარებაც (შეღავათიანი კრედიტები, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, დააფინანსეს თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლების თუ კულტურის მხარდაჭერის პროგრამები და სხვა). ნიშანდობლივია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მიღებული მონაცემების მიხედვით1995 წლიდან რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022