ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა საქართველოში წარმატებით დასრულდა
ევროპის რეგიონული ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა 3 ივნისს, ექსპო ჯორჯიაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 4 ივნისს სიტყვით გამოვიდა.