IDFI-იმ სენაკის მერიისა და მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 16 ნოემბერი 2020

12-13 ნოემბერს IDFI-იმ სენაკის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე ანტიკორუფციული მექანიზმების მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს წინ უსწრებდა მერიაში არსებული სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება, შემდგომ კი სენაკის მერიის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.


ტრენინგის მონაწილეებმა როგორც პრაქტიკული, აგრეთვე თეორიული ცოდნა მიიღეს შემდეგ საკითხებზე:


• ეთიკა და დისციპლინური წარმოება;
• ქონებრივი დეკლარაციების შევსება;
• სახელმწიფო შესყიდვები;
• მამხილებელთა ინსტიტუტი;
• საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები;
• ღია მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა;
• შიდა ფინანსური კონტროლი;
• მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები;
• გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები;
• პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკა;
• კორუფციული რისკების შეფასების სისტემა;
• ფუნქციური ანალიზის განხორციელება.


ტრენინგის დროს დისკუსია გაიმართა შემდეგი საკითხების ირგვლივ - რა გზები არსებობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რა ზომებს უნდა მიმართონ ინტერესთა შეუთავსებლობის არსებულ თუ შესაძლო ქეისებზე. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ კონკრეტული შემთხვევებიც განიხილეს.

 

ტრენინგი წარიმართა საჯარო მოხელეებისთვის შექმნილი სპეციალური, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სახელმძღვანელოს მიხედვით.
ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით.


ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და პროექტის ასისტენტი, გვანცა ნიკურაძე.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024