IDFI-იმ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგები გამართა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 27 ნოემბერი 2020

IDFI-იმ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის 24 და 26 ნოემბერს ონლაინ ტრენინგები გამართა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

 

ტრენინგების მონაწილეები გაეცნენ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ადგილობრივ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მოცემულ კონცეფციებს, ისევე, როგორც სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკულ მიმართულებებს. ტრენინგებზე ასევე მოხდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებების განხილვა.  

 

ტრენინგებს უძღვებოდნენ IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ მაისურაძე და კვლევითი კოორდინატორი თამარ ჩხიტუნიძე. ტრენინგების ფარგლებში მოხდა პრაქტიკული მაგალითების განხილვა და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა რელევანტურ საკითხზე:

 

- საქართველოს ანტიკორუფციული ჩარჩო;

- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პროაქტიული გამოქვეყნება;

- ღია მონაცემების შეგროვება, მომზადება, გამოქვეყნება და შენახვა;

- პოლიტიკის შემუშავება;

- კორუფციული რისკების მართვა;

- ანგარიშვალდებულება;

- ეთიკა და დისციპლინური წარმოება;

- ფინანსური/ქონებრივი დეკლარაციები;

- მამხილებელთა ინსტიტუტი;

- ადამიანური რესურსების მართვა და ფუნქციური ანალიზი;

- ნებართვები;

- შიდა აუდიტი;

- სახელმწიფო შესყიდვები;

- მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები.

 

ტრენინგიწარიმართა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც IDFI-ის მიერ მომზადდა USAID/GGI-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ფარგლებში.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024