გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 21 იანვარი 2021

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის (Transparent Public Procurement Rating - TPPR) 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

 

თარიღი: 28 იანვარი
დრო: 13:00 – 15:00 ცენტრალური ევროპის დრო GMT +1 (საქართველოს დროით 16:00 – 18:00).
ადგილი: Zoom, live stream IDFI-ს Facebook გვერდზე
სამუშაო ენა: ინგლისური

 

ღონისძიებას დაესწრებიან გამჭირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის ქსელის წევრები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელწმიფო დაწესებულებათა წარომადგენლები მსოფლიო სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საქმიანობენ მთავრობის ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

 

IDFI წარადგენს გამჭირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის პლატფორმას - www.tpp-rating.org, შეფასების მეთოდოლოგიას, განიხილავს უახლეს რეიტინგს და 40 ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შეფასების შედეგად გამოკვეთილ ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან ასევე TPPR-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით საკუთარ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და არსებულ მდგომარეობას.

 

ღონისძიება ტარდება პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლა საქართველოსა და ევრაზიის რეგიონში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო შესყიდვების წახალისებაში“. პროექტი დაფინანსებულია "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) მიერ.

 

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 2021 წლის 25 იანვრისა შემდეგ ბმულზე. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებთ კონფერენციის ბმულს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024