საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლა საქართველოსა და ევრაზიის რეგიონში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო შესყიდვების წახალისებაში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 ივნისი 2019

 

პროექტის სახელწოდება: საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლა საქართველოსა და ევრაზიის რეგიონში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო შესყიდვების წახალისებაში
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
მთლიანი საგრანტო თანხა: 51,456.96 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2019-58650
შესრულების პერიოდი: 1 ივნისი, 2019 – 30 ნოემბერი, 2020

 

პროექტის აღერა და მიზანი

 

პროექტის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველოს მიღწევების შენარჩუნება კორუფციის მზარდ პრობლემასთან შეჭიდებით. განსაკუთრებული აქცენტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაზე. ეროვნულ დონეზე ამ მიზნის მისაღწევად IDFI იმუშავებს ისეთი საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების ეფექტიანობის გაზრდაზე, როგორიცაა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN). IDFI ასევე დააკვირდება და შეაფასებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. გარდა ამისა, IDFI განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელის გაფართოებას, რათა სამოქალაქო საზოგადობამ ერთიანი ძალისხმევით მიაწვდინოს ხმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებებს.

 

ამოცანა 1 კორუფციის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება სისტემური გაუმჯობესების გზების შემუშავებით. იმისათვის, რომ მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმამ არ დააზიანოს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მხრივ არსებული პრაქტიკული მიღწევები, IDFI გააანალიზებს შესყიდვების სისტემის მთავარ კორუფციულ ხარვეზებს და შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რათა ჩამოაყალიბოს სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები.

 

მიზანი 2საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ანტიკორუფციული პლატფორმის ეფექტის გაძლიერება; განსაკუთრებული აქცენტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებაზე. IDFI შეეცდება გააძლიეროს ის დადებითი ეფექტი, რაც საერთაშორისო ანტიკორუფციულ პლატფორმებს აქვთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რათა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა აიღონ და განახორციელონ მეტად ხელშესახები ანტიკორუფციული ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის ვალდებულებებს.

 

ღონისძიებები

 

ამოცანა 1


- პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში კონკრეტული კორუფციული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

 

- საჯარო განხილვების მოწყობა ყოველ ასეთ პოლიტიკის დოკუმენტზე.

 

- სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმირების საქართველოს წარმატებული გამოცდილების გამოყენება ამ თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ქსელის (TPPR) გასაძლიერებლად.


ამოცანა 2


- საქართველოს მიერ 2018-2019 წლების ღია მმართველობის (OGP) ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ფარგლებში აღებული ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების ხარისხის შეფასება.

 

- საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ვალდებულებების შესრულების შეფასება.

 

- GRECO-ს რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასება.

 

- საქართველოს პროგრესის შეფასება OECD-ACN-ის რეკომენდაციების შესრულებაში და მონაწილეობის მიღება შეფასების ბოლო რაუნდში.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024