სასწავლო პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების გამოცდილების გაზიარების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 ნოემბერი 2019

დღეს, IDFI-ის ორგანიზებით და ვაშინგტონში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციის Partnership for Trasparency Fund (PTF) ინდოეთის ფილიალთან (PTF India) თანამშრომლობით, გაიმართა სასწავლო შეხვედრა თემაზე - „გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.  სასწავლო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის ფედერალური რესპუბლიკის საჯარო უწყებების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების მაღალი თანამდებობის პირებმა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

„დღეს, ჩვენს სტუმრებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციასთან ბრძოლის ძირთიადი საკითხები და გამოწვევები.  საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და  საინტერესო იქნება გამოცდილების გაზიარება.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

სასწავლო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა IDFI-ის მიერ საერთაშორისო მასშტაბით საჯარო შესყიდვების კანონმდებლობებისა და სისტემის რეფორმირების მიზნით შემუშავებული, საერთაშორისო სარეიტინგო მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის - Transparent Public Procurement Rating (TPPR – tpp-rating.org) და სხვადასხვა ქვეყანაში მისი მეშვეობით მიღწეული დადებითი შედეგების პრეზენტაცია. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემაში არსებული კარგი პრაქტიკისა და ნაკლოვანებების გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოს ანტიკორუფციული სისტემასა და პოლიტიკაზე, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროშიც.

 

„გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების საერთაშორისო რეიტინგი (tpp-rating.org), რომელიც IDFI–მ 2016 წელს შექმნა, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გლობალური რეიტინგის საშუალებით TPPR  ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კონკურენციის წახალისებას, რაც უფლებამოსილებას ანიჭებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, ადვოკატირება მოახდინონ იმ პოზიტიური ცვლილებების, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა უკეთესი შეფასების მქონე ქვეყნებში”. - აღნიშნა IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით დოლიძემ.

 

IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ მაისურაძემ, საქართველოს ანტიკორუფციული სისტემის შესახებ იმსჯელა და განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: იურიდიული ჩარჩო, ძირითადი ინსტიტუტები, პოლიტიკის დოკუმენტები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს ადგილი.

 

"ჩვენ, IDFI, აქტიურად ვიყენებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას, რათა გავლენა მოვახდინოთ მთავრობაზე, გაითვალისწინონ ჩვენი რეკომენდაციები ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი დონის კორუფცია მთავარ პრობლემად რჩება, თუმცა, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სამართალდამცავ სააგენტოებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პრობლემის გადაჭრას“- აღნიშნა მარიამ მაისურაძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში IDFI-ის წარმომადგენლებსა და ინდოეთის დელეგაციას ასევე უმასპინძლეს საქართველოს საჯარო შესყიდვების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა. საჯარო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ბ-ნი კახა დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, ინდოელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს საჯარო შესყიდვების ეკოსისტემა, სააგენტოს ფუნქციები და როლი, საჯარო შესყიდვების სისტემის და სააგენტოს ისტორია, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა (e-procurement). იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა ინდოეთის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო სერვისების სისტემა ერთ-ერთ მოწინავე სისტემად აქცია მსოფლიოში, ასევე ისაუბრეს საჯარო სერვისების ფუნქციონირების შესახებ საქართველოში და მოახდინეს ერთი სერვისის (კერძოდ, საერთაშორისო პასპორტის გაცემის) პრაქტიკაში დემონსტრირება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024