სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭოს დამოუკიდებლობის შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 მაისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 143-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. ვფიქრობთ, რომ დავების განმხილველი საბჭოს დამოუკიდებლობის ინსტიტუციური ჩარჩო ჯერ კიდევ შორსაა იმ სტანდარტებისგან, რომელსაც ევროპის კავშირთან ხელმოწერილი შეთანხმება გვავალდებულებს.


უმნიშვნელოვანესია, საბჭოს მოწყობა, დაკომპლექტების წესი ობიექტურ დამკვირვებელში არ ტოვებდეს კითხვის ნიშნებს მისი რეალური დამოუკიდებლობის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანო ტექნიკურად დამოუკიდებელია შესყიდვებში მონაწილე ყველა აქტორისგან, მნიშვნელოვანია, რა ადგილს იკავებს ის სახელმწიფო აპარატის იერარქიაში. აუცილებელია, დავის განმხილველი სისტემის იმგვარად მოწყობა, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეჭვი მისი დამოუკიდებლობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი, როგორც ინსტიტუციის მიმართ, ნდობის დაკარგვას, ხელშესახები უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მთლიანად შესყიდვების სისტემაზე. ადამიანები უარს იტყვიან იმ სარგებელზე, ზოგადად, რისთვისაც უნდა შეიქმნას ფუნქციონირებადი და ეფექტური სისტემა . შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის სისტემის ძირითადი მიზანი, გადაცდომებისა და შეცდომების გამოსწორება, მიუღწეველი დარჩება.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 143-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით და მოქალაქეთა მიერ დავების განმხილველი საბჭოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოდ აღსაქმელად, აუცილებელია გადაიდგას მთელი რიგი საკანონმდებლო ნაბიჯები, კერძოდ:

 

- უნდა შემუშავდეს საბჭოს წევრთა დანიშვნისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების ახალი წესები, რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოს ინსტიტუციურ თუ ოპერაციულ დამოუკიდებლობას. არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, დანიშვნისა და გათავისუფლების დეტალური წესები უნდა გაიწეროს არა კანონქვემდებარე აქტში, არამედ კანონში;

 

- უნდა შემუშავდეს საბჭოს წევრობისთვის მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სულ მცირე საბჭოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლისთვის არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოთხოვნების შემუშავებისას გასათვალისწინებელია ის, რომ კვალიფიკაციის ამ მინიმალურმა სტანდარტმა, უნდა უზრუნველყოს საბჭოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაფუძნებულ იქნება  მტკიცებულებათა სიღრმისეულ შეფასებაზე;

 

- უნდა გაიზარდოს დავების განმხილველი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა; ვადა უნდა იყოს იმ უმნიშვნელოვანესი მიზნისა და ფუნქციის პროპორციული, რასაც კანონმდებელი აკისრებს დავების განხილვის საბჭოს;

 

- ინტერესთა კონფლიქტის მინიმუმამდე დასაყვანად უნდა შეიცვალოს დავების განმხილველი საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესი;

 

- საბჭოს წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი, კერძოდ, წევრის გათავისუფლება წარმდგენი ორგანოდან, არ უნდა იყოს საბჭოს წევრობიდან მისი ავტომატური გათავისუფლების საფუძველი;

 

- საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის უნდა ჰყავდეს საკუთარი სტრუქტურული ერთეული და არ უნდა  უწევდეს, დაეყრდნოს სააგენტოში დასაქმებულ ადამიანებს;

 

- აუცილებელია, დავების განმხილველ საბჭოს გააჩნდეს დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება საბჭოს წევრების, საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ექსპერტთა ანაზღაურებასა და სხვა აუცილებელ ხარჯებს;

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024