OECD-SIGMA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

განცხადებები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 20 იანვარი 2021

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივმა პროექტმა (SIGMA) საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ფარგლებში შეაფასა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულება. SIGMA-ს 2018 წლის საბაზისო შეფასებაში წარმოდგენილი 21 მოკლევადიანი რეკომენდაციიდან 2020 წლისთვის შვიდი სრულად შესრულდა, 10 - არასრულად, ოთხი კი შეუსრულებელია.

 

SIGMA-ს მოკლევადიანი რეკომენდაციების განხორციელება 1-2 წელზეა გათვლილი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველომ გაცემული რეკომენდაციების მხოლოდ მესამედის სრულად შესრულება მოახერხა და ამასთან, სრულად შესრულებულად მიჩნეული რეკომენდაციების შემთხვევაშიც SIGMA კვლავ მიუთითებს რიგი საკითხების გაუმჯობესების საჭიროებაზე, ცხადყოფს, რომ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ სახეზეა. აღნიშნულს ადასტურებს IDFI-სა და საია-ს მიერ განხორციელებული საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2019 წლის და 2020 წლის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები.

 

SIGMA ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის საერთო წესის აუცილებლობაზე, რაც PAR-ის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით შეუსრულებელი ვალდებულებაა.

 

SIGMA ანგარიშის ფარგლებში მიუთითებს მთავრობის მიერ ღიაობისა და გამჭვირვალობის, ისევე, როგორც მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის გაუმჯობესების საჭიროებაზე. დოკუმენტი ასევე საუბრობს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის სიმცირეზე.

 

პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, მთავრობამ შესაბამისი ვალდებულებები გაითვალისწინოს საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სამოქმედო გეგმაში და პირნათლად შეასრულოს SIGMA-ს რეკომენდაციები ისევე, როგორც 2019-2020 წლების საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შეუსრულებელი ვალდებულებები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024