სემინარი საჯარო მოსამსახურეებისთვის თემაზე - საჯარო მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 6 დეკემბერი 2021

2021 წლის 3 – 4 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო მოსამსახურეებისთვის ორდღიანი გასვლითი სემინარი გამართა თემაზე „საჯარო მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა“.

 

სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა.

 

სემინარს უძღვებოდა საჯარო პოლიტიკის ექსპერტი ნოდარ ტანგიაშვილი. დისტანციურად კი შეხვედრაში ჩაერთო OECD/SIGMA-ს ექსპერტი, უფროსი პოლიტიკის მრჩეველი და ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) რეგიონული მენეჯერი მარტინს კრივინსი.

 

სემინარის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საჯარო მმართველობის პრინციპები და ევროპული ჩარჩო; პოლიტიკის დაგეგმვა და პოლიტიკის ციკლი; მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და საჯარო კონსულტაციები; პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა; პოლიტიკის შემუშავების, კოორდინაციისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევები; პოლიტიკის დიზაინი წარმატებული პოლიტიკისთვის; პოლიტიკის ინსტრუმენტები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების გზით.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად პროექტის ფარგლებში უკვე მესამე წელია მუშაობს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განვითარებაზე, ხელს უწყობს აღნიშნული მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა ჩართულობას. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საჯარო მმართველობის მაკოორდინირებელ ორგანოსთან - მთავრობის ადმინისტრაციასთან და მიმდინარე სემინარი აღნიშნული ურთიერთობის განმტკიცებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელის, კოლომბ დე მერსეს აღნიშვნით დემოკრატიული მმართველობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა. ქალბატონი კოლომბ დე მერსეს თქმით აღნიშნულის კარგი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საჯარო მოსამსახურეების გადამზადების უზრუნველყოფა მიმდინარე სემინარის ფარგლებში, რომლიდან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც იმედია, გამოსადეგი იქნება მათთვის ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

გასვლითი სემინარი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად ახორციელებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024