წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 ივნისი 2021

COVID-19-ისგავრცელების და დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა. ეკონომიკურმა კრიზისმა  სახელმწიფო ბიუჯეტზეც დიდი გავლენა მოახდინა, გაიზარდა ხარჯები ჯანდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სხვადასხვა სახის სუბსიდიებზე. 2020 წლის 9 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ წარადგინა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტი, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური შემცირება ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით.  საგანგებო ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი აჩვენებდა, რომ საქონელი და მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით 58 მილიონი ლარით შემცირდა, რაც უმეტესწილად განპირობებული უნდა ყოფილიყო პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ფონზე სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ბუნებრივი კლებით. 

 

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს უწყებების მიერ ორგანიზებულ მიღებებზე, ოფიციალურ სადილებზე, ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს, ხოლო სამივლინებო ხარჯების უდიდესი წილი მოდის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში გაწეულ (სამგზავრო, სასტუმრო და დღიური ნორმა) ხარჯებს.  შესაბამისად, პანდემიის პირობებში ღონისძიებების გამართვაზე და ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები წარმოშობდა მსგავსი ხარჯების ეკონომიის მნიშვნელოვან წინაპირობას.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა, პანდემიამდე და პანდემიის დროს  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და სხვა დამოუკიდებელი უწყებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი და სამივლინებოხარჯები. ინსტიტუტმა, 2019-2020 წლებში გაწეული მსგავსი ხარჯების შესახებ დეტალური  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით,  დროის სხვადასხვა პერიოდში, მიმართა 100  უწყებას. კვლევის მიზნებისთვის სრულყოფილი ინფორმაცია  მიღებულია 75  უწყებიდან, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებულია გარკვეულ პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

 

მაგალითად,  იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების მიერ, IDFI-სთვის მოწოდებულია მხოლოდ 2020 წლის მეორე ნახევრის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების დაჯამებული მონაცემები, რაც არ იძლევა ამ უწყებებში სახარჯო პოლიტიკის შესწავლის ადეკვატურ შესაძლებლობას. ასევე, 2019 წლის და 2020 წლის პირველი 6 თვის შესაბამისი მონაცემები უპასუხოდ დატოვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სოციალური მომსახურების სააგენტომ, სახაზინო სამსახურმა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ. 2020 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდის მონაცემები არ გასცა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ და სხვა. წინამდებარე კვლევა ეფუძნება იმ 75 უწყების მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომლებმაც სრულყოფილად  დააკმაყოფილეს IDFI-ის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ოთხჯერ შემცირდა წარმომადგენლობითი ხარჯები - 4,348,925 ლარიდან 1,198,429 ლარამადე.

 

- 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები მხოლოდ კვლევის ობიექტ 7 სსიპ-ში გაიზარდა.

 

- 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს დაახლოებით ექვსჯერ შემცირდა სამივლინებო ხარჯები - 1,890,575 ლარიდან 298,982 ლარამდე.

 

- ცალკეულ უწყებებში სარესტორნო მომსახურების ხარჯები გაწეულია ისეთ პერიოდში, როდესაც კვების ობიექტებზე და სხვა თავშეყრის ადგილებზე პანდემიის გამო დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები.

 

- საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 20 ადამიანს გაუმასპინძლდა შპს „დეკორეტოში“.

 

- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, 2019 წელს, 19,256 ლარი დახარჯა ა(ა)იპ ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის'' მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

 

- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, 2019 წელს 11-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში 63 დღე, რაც სააგენტოს 54,202 ლარი დაუჯდა. მათ შორის იყო 4 დღიანი მივლინება მოსკოვის მიმართულებით, რომლის მიზნობრიობა უცნობია.

 

- 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ 4,500 ლარამდე სარესტორნო ხარჯი გასწია. აქედან 1,876 მოხმარდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებულ სადილს, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა.

 

დასკვნა

 

კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლობითი და სამივლინებო  ხარჯები მნივშენლოვნად  შემცირდა, რაც  მეტწილად უკავშირდება პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას  და მსოფლიო მასშტაბით  გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები დაფიქსირდა ისეთ პერიოდებში, როდესაც უკვე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები საკვებ ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე.

 

საყურადღებოა ის უწყებებიც, რომლებიც არ პასუხობენ ან არასრულად პასუხობენ წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს, და აჩენს არასათანადო ხარჯვითი პოლიტიკის ეჭვებს. IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ისეთი უწყებების ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების) მონიტორინგს, რომლებიც გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით, მათ შორის წინამდებარე კვლევაში დასახელებული ის უწყებები რომლებიც არ გასცემენ სრულყოფილ ინფორმაციას.

 

ამასთან, მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და ოპტიმიზაცია, ასეთ ხარჯებს განეკუთვნება სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებიც. კერძოდ, გასული წლის მანძილზე ქვეყნის მიერ მიღებული ეკონომიკური ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, მოქმედი შეზღუდვების გაუქმების და შემსუბუქების პარალელურად,  პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიზანშეწონილი იქნება წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება.

 

/public/upload/Analysis/representaitve-and buiness trip costs-Final-geo.pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

 

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

 

კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024