პროექტის სახელწოდება: კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება
დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი
პროექტის ნომერი: 220203362
ბიუჯეტი: EUR 34,902
ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2020 – 30 სექტემბერი, 2021
პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), ePaństwo Foundation (პოლონეთი)
აღწერა
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებების მიუხედავად, ქვეყანას კვლავ აქვს გამოწვევები მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით. ფართოდ აღიარებულია ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის მნიშვნელობა მაღალი დონის და საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი საქართველოში არ არსებობს, უცხოური და ოფშორული კომპანიები ხშირად ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს საქართველოში (უძრავი ქონება, კაპიტალი და ა.შ.) და მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში. ვიშეგრადის ქვეყნებიდან, სლოვაკეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შექმნა ბენეფიციარ მესაკუთრეთა საჯარო რეესტრი. ამავდროულად სხვა ქვეყნებმაც დანერგეს შესაბამისი კანონები და რეგულაციები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მეოთხე დირექტივის განსახორციელებლად (დირექტივა 2015/849 / EU). ამ ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და შედარება ამ მხრივ იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება. გამჭვირვალეობის არსებული სტანდარტების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებაში. თუმცა, საქართველოში მთავრობის საქმიანობაზე სისტემური კონტროლის ნაკლებობაა, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას გააჩნია სადამკვირვებლო ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარები. აქტივისტებს და ფართო საზოგადოებას არ აქვთ საჯარო მონაცემების მოპოვებისა, დამუშავებისათვის და ონლაინ და ოფლაინ (საერთაშორისო) საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო უნარები, შესაბამისად არ აქვთ მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლის შესაძლებლობა.
პროექტის მიზნები
IDFI, ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება. პროექტის მიზანია, ასევე, ოფშორული კომპანიების შესახებ საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის მიზანია:
1) ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტების შესწავლა და ადვოკატირება საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში;
2) ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდა მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებითა და სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით.
ამგვარი ერთიანი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის, მათი პროფესიული უნარების გამდიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის თანამშრომლობის წახალისებითა და მეტ საჯარო მონაცემზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
1. სამუშაო შეხვედრა ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტებზე
2. სახელმძღვანელოს მომზადება საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების შესახებ, მათ შორის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ
3. პრაქტიკული ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა
4. საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის კანონმდებლობის და პრაქტიკის რეგიონული კვლევის მომზადება
5. ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისa და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების უზრუნველყოფა
6. ანალიტიკური/საგამოძიებო ანგარიშების/სტატიების კონკურსი
7. მონაცემთა ბაზების მომზადება და www.DataLab.ge-ის შემდგომი განვითარება
8. ვიზუალიზაციებისა და ინფორმაციული ვიდეოების მომზადება
9. ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება
10. საბოლოო პრეზენტაცია