IDFI-ის ტრენინგი მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 ოქტომბერი 2021

2021 წლის 15 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა.

 

ბოლო პერიოდში კორუფციული ჯაჭვის აღმოჩენის, ასევე ელიტური კორუფციის პრევენციაში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. საკითხის აქტუალობა თავად ჟურნალისტებისა და აქტივისტების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის დამსახურებით გაიზარდა. პროექტი - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება” - რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა, სწორედ ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდას და მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კონტექსტში აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, ასევე, მონაცემთა/გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო პლატფორმებს გაცნობოდნენ. გარდა ამისა, ტრენიგი მოიცავდა პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს - როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტისა და ინოვაციების პროგრამების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და IDFI-ის ანალიტიკოსები - მარიამ გოგიაშვილი და გვანცა ნიკურაძე.

 

ტრენინგი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024