IDFI-ის ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 ნოემბერი 2021

2021 წლის 14 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგის, მონაცემების მოძიების მეთოდებისა და  მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის ტრენინგი გამართა.

 

ბოლო პერიოდში კორუფციული ჯაჭვის აღმოჩენის, ასევე ელიტური კორუფციის პრევენციაში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. საკითხის აქტუალობა თავად ჟურნალისტებისა და აქტივისტების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის დამსახურებით გაიზარდა. პროექტი - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება” - რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა, სწორედ ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდას და მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანს ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.

 

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კონტექსტში აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, ასევე, მონაცემთა/გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო პლატფორმებს გაცნობოდნენ. გარდა ამისა, ტრენიგი მოიცავდა პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს - როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და IDFI-ის ანალიტიკოსები - მარიამ გოგიაშვილი და გვანცა ნიკურაძე.

 

ტრენინგი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024