მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 თებერვალი 2021

პროექტის სახელწოდება: მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი 
მთლიანი საგრანტო თანხა: 70,064.21 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2020-70662
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2021 – 31 აგვისტო, 2022

 

პროექტის მიზნები და ამოცანები

 

პროექტის მიზანია შექმნას კორუფციასთან მებრძოლთა საზოგადოება, რომლებიც იქნებიან ლიდერები კორუფციის პრევენციის მიმართულებით, შეეძლებათ კორუფციის რისკების მართვა, ჩართულები იქნებიან კორუფციის შემთხვევების განსაზღვრაში და გახდებიან საზოგადოების წევრები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

 

პროექტის პირველი ამოცანაა კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის წარმატებით განხორციელება და დასახელებული პროგრამის მდგრადობის ზრდა. პროგრამის მოდულები გარდაიქმნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის ორ აკადემიურ კურსად, რომელიც შეთავაზებული იქნება მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის ახალი პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სერტიფიკატების მიღებასთან ერთად, საგნების გავლის შედეგად მოიპოვონ სასწავლო კრედიტები (ECTS). კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის არსებული მოდულების გარდაქმნა აკადემიურ კურსებად გაზრდის პროგრამის მდგრადობას, რადგან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსები გახდება უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმის ნაწილი. პროგრამის მოდულების უნივერსიტეტის აკადემიურ კურსებად გარდაქმნის მიუხედავად, შესაძლებელი იქნება პროგრამის მონაწილეების საჯარო და კერძო სექტორიდან ან/და სხვა უნივერსიტეტებიდან მიღება. აკადემიური კურსების მონაწილეები, რომლებიც არ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს პროგრამის კურსების წარმატებით დასრულებისათვის.

 

პროექტის მეორე ამოცანაა ცნობიერების ასამაღლებელი და გუნდური მუშაობის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება, რაც ერთი მხრივ გააძლიერებს პროექტის ცნობადობას და გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას კორუფციასთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ გააძლიერებს კორუფციასთან მებრძოლი საზოგადოების თანამშრომლობას და პროგრამის კურსდამთავრებულთა აქტიური ქსელის შექმნას. გუნდური აქტივობების ბოლო ეტაპი მოიცავს იდეების წარდგენას  პროგრამის მონაწილეების მიერ, რომლებიც დაჯილდოვდებიან წარდგენილი პროექტებისა და ანალიტიკური სტატიების საფუძველზე.

 

 მოსალოდნელი შედეგები

 

მოკლევადიანი შედეგი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის -აკადემიურ კურსებად გარდაქმნილი - მოდულების გავლის გზით სასწავლო კრედიტების მინიჭება; წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა აკადემიური კურსების განსახორციელებლად; პროგრამის მეორე წლის კურსდამთავრებულების ჩართვა პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელში;

 

საშუალოვადიანი შედეგი: პროგრამის მონაწილეების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც მათ ხელს შეუწყობს, რომ იყვნენ მისაბაძი მაგალითი და ცვლილებების მხარდამჭერები სამუშაო ადგილებსა ან სხვადასხვა პროექტებში; კორუფციასთან მებრძოლი საზოგადოების გაზრდა და გაძლიერება გუნდური აქტივობების დანერგვის, დაგეგმვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და პროგრამისა და მისი აქტივობების შესახებ ცნობადობის გაზრდის გზით.

 

გრძელვადიანი შედეგი: მხარი დაუჭიროს პროგრესზე ორიენტირებულ პროფესიონალებით დაკომპლექტებული საზოგადოების განვითარებას, რომელთაც აქვთ უნარი აღმოაჩინონ და მოახდინონ კორუფციის პრევენცია და რომლებიც ხელს შეუწყობენ კორუფციული პრაქტიკის გამოვლენასა და კორუფციის შესახებ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარებას  კორუფციის შედეგად გამოწვეულ საზოგადოებრივ დანაკარგებთან (human cost)დაკავშირებით.

 

დაგეგმილი აქტივობები

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024