კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 მარტი 2022

2022 წლის 23 მარტს დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ახალი სემესტრი, რომელიც გაიხსნა სამაგისტრო საგნით - კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები. 

სასწავლო კურსს უძღვება - ქეთევან ცანავა, რომელიც არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის საჯარო მმართველობის სამმართველოს უფროსი, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი და საჯარო მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

 

სასწავლო კურსი გახსნეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულ პროფესორმა, ნინო მატარაძემ. მხარეებმა ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და IDFI-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ; ამავდროულად, ხაზის გაუსვეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით სტუდენტებისა და დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, შერეული, ჯგუფების არსებობის მნიშვნელობას და საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობას.

 

სხვა საკითხებთან ერთად, შემოთავაზებული საგანი სემესტრის განმავლობაში დაფარავს ისეთ თემებს როგორიცაა ანტიკორუფციული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო და რეგიონული პლატფორმები, კორუფცია სასამართლო სისტემაში და საჯარო სერვისები და კორუფცია.

 

კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები არის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო კურიკულუმის და კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საგანი. შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ როგორც კრედიტი (ECTS), ასევე, სერტიფიკატი. მიმდინარე სემესტრში სასწავლო პროცესი წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც შესაძლებლობას მისცემს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებს დაესწრონ სასწავლო პროცესს როგორც აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურად. 

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023

IDFI-მ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

29.09.2023

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საყოველთაო დღე

28.09.2023

IDFI-სა და Post-Bellum-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა

22.09.2023
განცხადებები

კოალიცია ეხმაურება ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ტელეკომპანია “პირველისა“ და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

21.09.2023

ვეხმიანებით საქართველოს ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეგავლენის აშკარა ფაქტს

20.09.2023

იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს

19.09.2023

„ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

04.09.2023
ბლოგპოსტები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით

08.09.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022