კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა სასწავლო ვიზიტი მოლდოვაში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 იანვარი 2022

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის სამი მონაწილე - ნინო ტაგანაშვილი (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი), მარიამ სალუქვაძე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი) და ანა გოგოლაძე (ქალაქ თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი), ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (Eurasian Academic Anti-Corruption Network) სხვა მონაწილეებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდნენ. 

 

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო პროგრამის მონაწილეების ცოდნისა და ცნობიერების ზრდა მოლდოვაში კორუფციის რისკებისა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით. ამავდროულად, სასწავლო ვიზიტის შედეგად, გაღრმავდა ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (Eurasian Academic Anti-Corruption Network) წარმომადგენელთა თანამშრომლობა და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

 

მოლდოვის სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ტრენინგებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა და კორუფციის რისკები საჯარო სექტორში; კარგი მმართველობა და კორუფციის რისკები სახელმწიფო საწარმოებში; მამხილებელთა დაცვა და კეთილსინდისიერების დანერგვის მექანიზმები; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები ეწვივნენ მოლდოვის ანტიკორუფციულ ცენტრს, მოლდოვის სასამართლოს და გაეცნენ მათი საქმიანობის სპეციფიკას. 

 

მოლდოვის სასწავლო ვიზიტის ორგანიზება განხორციელდა ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (Eurasian Academic Anti-Corruption Network), ორგანიზაციების Expert-Grup-ის და ACREC-ის, ასევე, მოლდოვის სოროსის ფონდის (Soros Foundation Moldova) მიერ. სასწავლო ვიზიტი გრძელდებოდა, 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით. სასწავლო ვიზიტში მონაწილეთა შესარჩევად გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებმა და კურსდამთავრებულებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან. დასახელებული ქვეყნებიდან ჯამურად გაიგზავნა 41 განაცხადი, საიდანაც 20 განაცხადი გააგზავნეს საქართველოს წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა ორგანიზაციებმა დააფინანსეს თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ვიზიტი. რადგან საქართველოდან გაგზავნილმა განაცხადებმა შეადგინა ყველა ქვეყნიდან გაგზავნილი განაცხადების ნახევარი, ხოლო მასპინძელი ორგანიზაციები აფინანსებდნენ მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ვიზიტს თითოეული ქვეყნის მიხედვით, IDFI-მ, მიმდინარე პროექტის ფარგლებში „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“, უზრუნველყო დამატებით ორი წარმომადგენლის ვიზიტის დაფინანსება. შედეგად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამმა წარმომადგენელმა.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024