ევრაზიის ანტიკორუფციული აკადემიური ქსელის ჰაბების კურსდამთავრებულთა მილოცვის ცერემონია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 მაისი 2021

2021 წლის 27-28 მაისს, გაიმართა ევრაზიის ანტიკორუფციული აკადემიური ქსელის ანტიკორუფციული ჰაბების (უკრაინა, საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა) კურსდამთავრებულთა მილოცვის ცერემონია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საქართველოში, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო-სასწავლო კურსის მიმდინარეობას, კოორდინირებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). დასახელებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - დავით მაისურაძემ.

 

დავით მაისურაძემ შეხვედრის მონაწილეებისათვის წარადგინა პრეზენტაცია ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) სინერგიაზე ანუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის ერთდროულად როგორც OGP-ის, ასევე, EITI-ს წევრობას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირებისა საქართველო დღემდე არ არის EITI-ს წევრი, რითაც მცირდება ღია მმართველობის პარტნიორობის წევრობით არსებული შედეგების ეფექტიანობაც. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ერთდროულად OGP-ისა და EITI-ს წევრები არიან: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი და ავღანეთი.

 

საქარველოში კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო-სასწავლო კურსი უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. 2020-2021 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრი დასრულდება 2021 წლის ივლისში.

 

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024