კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ოქტომბერი 2021

30 სექტემბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2019-2020 და 2020-2021 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული სასწავლო მოდულების, და აკადემიური კურსების, დასრულება გადაეცათ სერტიფიკატები. ამავდროულად, დაჯილდოების ცერემონიაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეაჯამეს 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების შედეგები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, განვითარების, სასწავლო მოდულებისა და აკადემიური კურსების შესახებ. 

 

შეხვედრა გახსნა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამის საუნივერსიტეტო სივრცეში მასპინძლობისთვის და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის გახსნაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა - გიორგი გვალიამ

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დღეს ხელი მოეწერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და IDFI-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი უკვე მესამედ გაფორმდა ორ დაწესებულებას შორის, რითაც ხდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. 

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მენეჯერმა, დავით მაისურაძემ, შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, მიმოიხილა 2019 წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში ჩატარებული სასწავლო მოდულები, აკადემიური კურსები და ღია ლექციები. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წელს პროგრამის ფარგლებში შემუშავდა რვა პროფესიული სასწავლო მოდული, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლისთვის გარდაიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ოთხ აკადემიურ კურსად. დავით მაისურაძემ, ასევე, გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლებლობების შესახებ, რასაც ქმნის სასერტიფიკატო პროგრამაში ჩართულობა. კერძოდ, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ IDFI-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის (EAACN) წევრობით.

 

დავით მაისურაძემ შეხვედრაზე, ასევე, წარადგინა ანტიკორუფციული ჰაბის ვებგვერდი. ანტიკორუფციული ჰაბის ვებგვერდი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კორუფციასთან ბრძოლაში დაინტერესებულ პირებს გაერთიანდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, მოახდინონ აქტივობების ერთობლივად ორგანიზება. ამავდროულად, ვებგვერდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჰაბის მიერ შემოთავაზებულ ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამებს და თითოეული ონლაინ კურსისთვის განკუთვნილი ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღონ ამ კურსის გავლის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი. ანტიკორუფციული ჰაბის ვებგვერდი შეიქმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ორგანიზაციული მხარდაჭერის გრანტის ფარგლებში.

 

პროექტის შედეგებისა და ანტიკორუფციული ჰაბის ვებგვერდის პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა 2019-2020 და 2020-2021 წლების კურსდამთავრებულების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია. 

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის დაფინანსებით.

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ.

 

            

            

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024