ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელი (EAACN)

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 ივლისი 2021

ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელი არის ანტიკორუფციული ჰაბების საერთაშორისო ქსელი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. ქსელის მიზანია გააერთიანოს საერთაშორისო საზოგადოება კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების განხორციელების მიზნით. ამ დროისთვის, ქსელი მოიცავს ისეთ სახელმწიფოებს როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი. 

 

ქსელში გაწევრიანებულია ბევრი საერთაშორისო ექსპერტი სხვადასხვა სახელმწიფოდან, რომლებიც ჩართული არიან კორუფციასთან ბრძოლის კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში. ქსელის წევრთა მიზანია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება და ცოდნის გავრცელება.

 

ქსელის ძირითადი მიღწევაა საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა ქსელის წევრ სახელმწიფოებში და დაინტერესებული პირებისათვის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ფართო ცოდნის შეთავაზება.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2019 წელს გახდა EAACN-ის ქსელის წევრი. IDFI-მ ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის (FPOS) ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა და განახორციელა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც აერთიანებდა რვა სასწავლო მოდულს, და ამჟამად, მოიცავს ოთხ აკადემიურ სასწავლო კურსს. ყოველწლიურად, სასერტიფიკატო პროგრამაზე მიღების მსურველთა რაოდენობა შეადგენს რამდენიმე ასეულ კონკურსანტს როგორც საჯარო, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორებიდან, საიდანაც ხდება 30-40 მონაწილის შერჩევა. საუკეთესო კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ევრაზიის აკადემიური ანტიკორუფციული ქსელის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024