სტატიების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 აპრილი 2022

2022 წლის 31 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - გამარჯვებულთა დაჯილდოება. კერძოდ, გამოგზავნილი სტატიების შეფასების საფუძველზე პირველ ადგილზე გავიდა მონაწილეთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ლია აბლოთია, კობა აბლოთია და ეკატერინე დემეტრაშვილი. მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფი - ნინო ტაგანაშვილისა და მარიტა გორგილაძის მონაწილეობით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფმა - მერი მაჭარაშვილისა და თინათინ ღვინიანიძის მონაწილეობით. 

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა ანალიტიკური სტატიების კონკურსი თემაზე „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“. კონკურსის მიზანი იყო საჯარო მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების გზით საჯარო დაწესებულებებში მამხილებლების ქმედებების წახალისება კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ არანაკლებ ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ პირთა ჯგუფებს. სულ კონკურსში, მონაწილეთა ჯგუფების მიერ, გამოიგზავნა 13 სტატია. კონკურსში ჯამურად მონაწილეობდა 28 მონაწილე.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. 

 

                  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024