სტატიების კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 აპრილი 2022

2022 წლის 31 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ - გამარჯვებულთა დაჯილდოება. კერძოდ, გამოგზავნილი სტატიების შეფასების საფუძველზე პირველ ადგილზე გავიდა მონაწილეთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ლია აბლოთია, კობა აბლოთია და ეკატერინე დემეტრაშვილი. მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფი - ნინო ტაგანაშვილისა და მარიტა გორგილაძის მონაწილეობით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ჯგუფმა - მერი მაჭარაშვილისა და თინათინ ღვინიანიძის მონაწილეობით. 

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა ანალიტიკური სტატიების კონკურსი თემაზე „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“. კონკურსის მიზანი იყო საჯარო მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების გზით საჯარო დაწესებულებებში მამხილებლების ქმედებების წახალისება კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ არანაკლებ ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ პირთა ჯგუფებს. სულ კონკურსში, მონაწილეთა ჯგუფების მიერ, გამოიგზავნა 13 სტატია. კონკურსში ჯამურად მონაწილეობდა 28 მონაწილე.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში

 

                  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024