კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი ბაკალავრებისთვისაც დაიწყო

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 მარტი 2021

20 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პირველი ლექცია საბაკალავრო პროგრამის საგანში „კორუფცია და პოლიტიკა“. აღნიშნული საგნის ლექტორია ზურაბ სანიკიძე, რომელიც არის სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე. ზურაბ სანიკიძე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და მრავალი წელია, რაც აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: პოლიტიკური ფინანსები და ლობიზმი; კორუფციის რისკების იდენტიფიცირება პოლიტიკაში; საჯარო რესურსები და ამომრჩევლის მოსყიდვა; სოციალური პროგრამები და კორუფცია; განათლების სექტორი და კორუფცია; გარემოს დაცვა და კორუფცია; სპორტი და კორუფცია. სასწავლო კურსის მეშვეობით სტუდენტები ერთი მხრივ შეიძენენ ფართო ცოდნას პოლიტიკური კორუფციის არსისა და სახეების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ შეეძლებათ სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროში კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობა.

 

აღსანიშნავია, რომ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საგნები წარმოადგენენ ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ კურსებს. საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებმა 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში გაიარეს საგანი „კარგი მმართველობა და კორუფცია“, რომელსაც მოწვეული ლექტორი - გიორგი ჩხეიძე (პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLOG ხელმძღვანელი) - კითხულობდა.

 

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023

IDFI-მ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

29.09.2023

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საყოველთაო დღე

28.09.2023

IDFI-სა და Post-Bellum-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა

22.09.2023
განცხადებები

კოალიცია ეხმაურება ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ტელეკომპანია “პირველისა“ და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

21.09.2023

ვეხმიანებით საქართველოს ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ზეგავლენის აშკარა ფაქტს

20.09.2023

იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს

19.09.2023

„ქართული ოცნება“ იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

04.09.2023
ბლოგპოსტები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით

08.09.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022