ღია მმართველობის პარტნიორობა ანტიკორუფციული ინიციატივების მხარდასაჭერად

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 აპრილი 2021

2021 წლის 20 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ლექცია ყირგიზეთის კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ცენტრალური აზიის კორუფციისა და ფულის გათეთრების საკითხების კვლევითი ინსტიტუტი. 

 

ლექციის ფარგლებში დავით მაისურაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, მათ შორის მიმოიხილა 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა და 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმები და ისაუბრა ცვლილებებზე ისეთ სფეროებში როგორიცაა საგადასახადო სექტორი, იუსტიციის სამინისტროს სერვისების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამართალდამცავი ორგანოები.

 

დავით მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)სამოქმედო გეგმების ფარგლებში შემუშავებულ ანტიკორუფციულ ინიციატივებზე, რომელიც ეხება საჯარო სამსახურის რეფორმირებას, საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობას და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024