ღია მმართველობის პარტნიორობა ანტიკორუფციული ინიციატივების მხარდასაჭერად

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 აპრილი 2021

2021 წლის 20 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ლექცია ყირგიზეთის კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ცენტრალური აზიის კორუფციისა და ფულის გათეთრების საკითხების კვლევითი ინსტიტუტი

 

ლექციის ფარგლებში დავით მაისურაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, მათ შორის მიმოიხილა 2003 წლამდე არსებული მდგომარეობა და 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმები და ისაუბრა ცვლილებებზე ისეთ სფეროებში როგორიცაა საგადასახადო სექტორი, იუსტიციის სამინისტროს სერვისების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამართალდამცავი ორგანოები.

 

დავით მაისურაძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP)სამოქმედო გეგმების ფარგლებში შემუშავებულ ანტიკორუფციულ ინიციატივებზე, რომელიც ეხება საჯარო სამსახურის რეფორმირებას, საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობას და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024