თბილისის მერიის ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის საჯარო განხილვა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 29 ივნისი 2021

2021 წლის 28 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) თბილისის მერიასთან თანამშრომლობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) ფინანსური მხარდაჭერით, ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის ონლაინ საჯარო განხილვა მოაწყო.

 

ღონისძიების მიზანი იყო თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენა, და დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსმენა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისგან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისგან.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფცია თბილისის მერიისა და IDFI-ის მჭიდრო თანამშრომლობით, და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით შემუშავდა.

 

საჯარო განხილვა გახსნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ჭინჭარაულმა. მან დაინტერესებულ მხარეებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერიის ღია მონაცემთა პორტალის მაღალი სტანდარტის გარანტი სწორედ მათი უკუკავშირი შეიძლება გახდეს. 

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა. მან სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ღია მონაცემთა პორტალი ინფორმაციისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რასაც საუკეთესო საერთაშირისო პრაქტიკაც ნათლად ადასტურებს. USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) დირექტორმა, ლევან სამადაშვილმა კი მისასალმებელ სიტყვაში აქცენტი გააკეთა ღია მონაცემების მნიშვნელობაზე, ასევე, დადებითად შეაფასა კონცეფციის შემუშავების პროცესი, რადგანაც მასში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, IDFI-ის მედია, ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა ღია მონაცემების პორტალის კონცეფცია წარადგინა. რის შემდეგად, კითხვა-პასუხის სესიის დროს, ღონისძიების მონაწილე ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, აგრეთვე მერიის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეთავაზებები.

 

საგულისხმოა, რომ IDFI-მ ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის შემუშავების დროს გამოიყენა ფაქტებზე დაფუძნებული და ინკლუზიური მიდგომები. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე ღია მონაცემების დამუშავებისა და გამოქვეყნების კუთხით არსებული ბიზნეს პროცესის, ასევე ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, მომზადდა სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. სწორედ ანალიზის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე მოხდა თბილისის მერიის ღია მონაცემთა კონცეფციის მთავარი პრინციპების, მათ შორის მმართველობითი,  ფუნქციური, ტექნოლოგიური, საპრეზენტაციო, მარკეტინგული, უსაფრთხოების და სამართლებრივი ჩარჩოების განსაზღვრა.

 

სიტუაციის ანალიზი და პორტალის კონცეფცია მერიისა და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მედიის, კერძო სექტორის (ბანკები, სტარტაპები), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნა.ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, გაიმართა ფოკუს-ჯგუფები, სადაც მონაწილეებმა მერიის ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობა მიმოიხილეს და დაასახელეს ის მონაცემები, რომელთა  ღია მონაცემთა პორტალზე განთავსებასაც სამომავლოდ ისურვებდნენ. საერთაშორისო გამოცდილების უკეთ გასათვალისწინებლად, კარგი პრაქტიკების შესწავლასთან ერთად, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გადახედეს Nickol Global Solutions LLC (NGS)-ის საერთაშორისო კონსულტანტებმა, რომელთა კომენტარები და უკუკავშირი ასახულ იქნა კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის - თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური დავალების შექმნა- ფარგლებში, რომელსაც IDFI USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით ახორციელებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024