ტრენინგი მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ეროვნული მკვლევრებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ივნისი 2021

2021 წლის 11 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), როგორც მონაცემთა გლობალური ბარომეტრის (GDB) რეგიონულმა ჰაბმა, ეროვნული მკვლევრების ტრენინგი ჩაატარა.

 

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს 2020 წლის შემოდგომაზე შეუერთდა. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდა და პასუხისმგებელია 12 ქვეყნის შეფასების კოორდინაციაზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა ეროვნული მკვლევრებისთვის GDB-ის მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით შესაბამის ქვეყნებში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა შეაფასონ. კერძოდ, მონაცემების შეგროვების ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია GDB-ის სტრუქტურასა და მიზნებზე. კერძოდ, ისინი დეტალურად გაეცნენ ინდექსის მეთოდოლოგიას და განიხილეს შეფასების ცალკეული გარემოებები. მონაწილეები ასევე გაეცნენ კვლევითი ინსტრუმენტის ონლაინ მექანიზმს და შესაფასებელი ინდიკატორების მახასიათებლებს.

 

ტრენინგს IDFI-ს მხრიდან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და დავით ერისთავი, მონაცემების გლობალური ბარომეტრის გუნდიდან კი ვერონიკა კრეტუ.

 

IDFI-სა და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკვლევრების ჩართულობა მონაცემების გლობალური ბარომეტრის პროექტში მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ.

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.globaldatabarometer.org

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024