საჯარო დისკუსია Covid-19 პანდემიის დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივნისი 2021

18 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ ფარგლებში დისკუსია გამართა თემაზე „Covid-19 პანდემიის დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“. 

 

ღონისძიების მიზანი იყო პანდემიის პერიოდში და ასევე პანდემიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გაზიარება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების გამოცდილების საფუძველზე.

 

ღონისძიება გახსნეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა და  სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან,  დომინიკა სკუბიდამ. 

 

მისასალმაბელი სიტყვების შემდეგ, დისკუსიის მონაწილეებმა მოხსენებები გააკეთეს რადიო თავისუფლების, კაქტუსი-მედიას, სტუდია მონიტორის, OC მედიას, ფლანგვის დეტექტორის, აიფაქტისა და IDFI-ის წარმომადგენლებმა. კერძოდ, დიკუსიის მომხსენებლები გახლდნენ:

 

- მარიამ გოგიაშვილი - ანალიტიკოსი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

- ნასტასია არაბული - ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება 

- ცირა გვასალია - სამედიცინო ჟურნალისტი, კაქტუსი-მედია 

- მარიამ ნიკურაძე - თანადამფუძნებელი და მენეჯერი, OC-Media

- ნინო ზურიაშვილი - რედაქტორი, სტუდია მონიტორი 

- ანა აბაშიძე - უფროსი მკვლევარი, ფლანგვის დეტექტორი 

- ნინო ბაქრაძე - დამფუძნებელი, Ifact.Ge

- გიორგი დავითური - მთავარი იურისტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

თითოეულმა მათგანმა, საკუთარი ორგანიზაციის გამოცდილებით, გაამახვილა ყურადღება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე პანდემიის პერიოდში და ამ მიმართულებით ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დაბალ სტანდარტზე. ამასთან, ხაზი გაესვა კრიზისულ პერიოდში საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობას მოსახლეობის სწორად ინფორმირებისა და პანიკის თავიდან აცილებისათვის, რისი საშუალებაც დისკუსიაში წარმოდგენილ აქტორებს მეტწილად არ ეძლეოდათ. 

 

მცირე მოხსენებების შემდგეგ გაიამრთა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა შეკითხვების დასმის და საკუთარი მოსაზრებების გაზიარების საშუალება.

 

IDFI მომავალშიც აპირებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას, რათა იდენტიფიცირებული პრობლემებისა და გამოწვევების საპასუხოდ, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და მათი ადვოკატირების გზით, ხელი შეუწყოს საჯარო ინფორმაციის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. 


ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024