საქართველოს პარლამენტმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშების განხილვა დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა | სტატია 29 ივნისი 2021

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, რომ ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს ანგარიში (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“ ან „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიში“). სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული ანგარიშები უნდა მოიცავდეს - საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილებათა რაოდენობას, ინფორმაციას კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ, ინფორმაციას უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

კანონმდებლობა არ ადგენდა 10 დეკემბრის ანგარიშის განხილვის პროცედურებს, რის გამოც წლების განმავლობაში ამ ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ქონდა და არც საკანონმდებლო ორგანო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ ახდენდა მათ  შესწავლას ან მონიტორინგს.

 

2017 წელს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფორმატში საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) რეკომენდაცია დაენერგა საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მონიტორინგის სისტემა. კერძოდ, საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის 4.2. პუნქტის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით უნდა შექმნილიყო საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლით განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ვალდებულება, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშაოს და პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს ერთიანი დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ.

 

პარლამენტის რეგლამენტის მიხედით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის საჯარო დაწესებულებების „10 დეკემბრის ანგარიშების“ და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ პარლამენტში შემოსულ მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებებსაც.

 

29 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის  ვებგვერდზე გამოაქვეყნა „10 დეკემბრის ანგარიშების“ განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს 2021 წლის 15 ივლისამდე, შეუძლია გადაამოწმოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშებში მითითებული ინფორმაციის სისწორე, და ხარვეზის და/ან არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიმართოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

 

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი „10 დეკემბრის ანგარიშების“ გაცნობა შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1kJfk-MDpVoxkYzVV4ppo2H3MBfEBCe9Y

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023