ციფრული ტექნოლოგიები ღია პარლამენტისთვისთვის საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 13 მარტი 2018

საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნებენ თვალს. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა. ახალი ტექნოლოგია შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 


ელექტრონული სერვისების წარდგენა 2018 წლის 13 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


“ელექტრონული სერვისების მეშვეობით პარლამენტის საჯარო ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო მოქალაქეები საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო ღიაობისა და ელექტრონული პარლამენტის განვითარებისაკენ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, ღონისძიების გახსნაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული სერვისების დანერგვა ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული. 


ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას საკანონმდებლო ღიაობის მისაღწევად.

 

“დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის”, - განაცხადა ვინსენტ რეიმ


ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გიგი ბრეგაძემ - UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა, და ლევან ავალიშვილმა - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, რომელმაც პარლამენტის ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე ისაუბრა. 


“აპლიკაციის GeoParliament App მეშვეობით შესაძლებელია მობილურიდან ადევნო თვალი პარლამენტის მუშაობას, გააგზავნო კომეტარი კანონპროექტზე, გაეცნო დღის წესრიგს, საპარლამენტო და ბიუროს სხდომების განრიგს, საპარლამენტო განხილვებისა და ახალ კანონმდებლობაზე მსჯელობის თარიღებს. საჯარო ინფორმაციის მოდული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდშია ინტეგრირებული, აადვილებს წვდომას პარლამენტის საჯარო ინფორმაციაზე და შესაძლებლობას იძლევა ელექტრონულად გამოითხოვო ინფორმაცია პარლამენტის ბიუჯეტის, ხარჯებისა და შესყიდვების შესახებ“, - თქვა ლევან ავალიშვილმა.


ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს.
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022