საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: კარგი მმართველობის გამოწვევები
2014 წლის 25-29 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარტუს უნივერსიტეტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით და ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით, ტარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) სამხრეთ კავკასიაში 2013 წლის შემდეგ: კარგი მმართველობის გამოწვევები“.