2013 წლის მონაცემები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 სექტემბერი 2014

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია და ა. შ.


გთავაზობთ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას:

 

 

  • 2013 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია 43 650 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნული თანხიდან გამგებელსა და მის მოადგილეებს სულ მიღებული აქვთ 3 115 ლარი. გასულ წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 წევრზე დარიცხული პრემიების ოდენობამ სულ შეადგინა 9 910 ლარი, ხოლო საკრებულოს სხვა თანამშრომლებზე - 4 150 ლარი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა.

    2013 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელდა 337 631 ლარის ღირებულების გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული 52 შესყიდვა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - 46 608 ლარი გადახდილია მდინარე ლასკადურაზე ბეტონის ჩამორეცხილი ფუნდამენტის რეაბილიტაციაზე და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობაზე.

    ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე ირიცხება 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს სულ 21 136 ლარს.

    როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული აუდიტით ირკვევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანი ხარჯების ყველაზე დიდი წილი (45%) მოდის „საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე“ 45% (1 054 000 ლარი). ასევე მნიშვნელოვანი თანხებით ფინანსდება „ დასვენება, კულტურა და რელიგია“ - მთლიანი ხარჯის 24 % (568 000 ლარი). ყველაზე ნაკლები თანხებით ფინანსდება „თავდაცვა“ 2% და „ჯანმრთელობის დაცვა“ 3%, რომლებიც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 90 930 ლარი, აქედან მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის ორ მოადგილეზე - 5 250 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 85 680 ლარი.

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 22 310 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავჯდომარეს მიღებული აქვს 2 650 ლარი, მის მოადგილეზე პრემია/დანამატი არ გაცემულა.

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 1 999 ლარი, ხოლო საკრებულოს ხარჯებმა - 3001 ლარი. 

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 10 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 69 951 ლარს (საბალანსო ღირებულება 112 768 ლარი). საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაშია 2009 წელს 22 000 ლარად შეძენილი „მიცუბიშ მონტერო“ მოდელის ავტომობილი.


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • 2013 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 39 908 ლარის ღირებულების გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 13 შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 14 398 ლარი მოხმარდა სოფელ ლასურიაში-მახაშის გზის სარემონტო სამუშაოებს. ამასთან, გასულ წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეულ იქნა 8 152,9 ლარის ღირებულების წარმომადგენლობითი ხარჯი.

    2013 წლის 12 მარტს გამგეობაში ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილია მთელი რიგი ფინანსური ხასიათის დარღვევები, რომელიც დაკავშირებულია ცაგერის მუნიცეპალიტეტის გამგეობის 2012 წლის საქმიანობასთან. მათ შორის დარღვევებია გამოვლენილი ბიუჯეტის შედგენასა, დამტკიცებასა და ცვლილებებში; აუდიტის დასკვნაში საუბარია აგრეთვე კანონის დარღვევით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე.

    აუდიტორული დასკვნა ცაგერის მუნიცეპალირტეტის გამგეობის 2012 წლის საქმიანობის შესახებ გადაგზავნილ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორთან შემდგომი რეაგირებისთვის.

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

  • 2013 წელს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  პრემიის სახით სულ გაცემულია 77 930 ლარი, აქედან მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის ორ მოადგილეზე - 5 250 ლარი, ხოლო გამგეობის სხვა თანამშრომლებზე - 72 680 ლარი. 

    ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 18 160 ლარი, აქედან საკრებულოს 10 წევრზე პრემიამ შეადგინა 15 150 ლარი , ხოლო საკრებულოს სხვა თანამშომლებზე - 3010 ლარი.

    ონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 4 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 35 750 ლარს). გამგებლის ნუგზარ ბიჭაშვილის მფლობელობაში გადაცემულია 2012 წელს 39 935 ლარად შეძენილი „შკოდა-ოქტავია FXF- 277” მოდელის ავტომობილი.

    ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 5 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 32 742 ლარს (საბალანსო ღირებულება - 60 458 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარის შალვა ჯაფარიძის მფლობელობაშია 2013 წელს შეძენილი ნისან პატრული KCK 516“ მოდელის ავტომობილი, სამწუხაროდ მოწოდებულ დოკუმენტაციაში არ არის დაფიქსირებული ავტომობილის საბალანსო და ნარჩენი ღირებულება.

    გამგეობის მიერ მოწოდებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლებს შორის სამწუხაროდ ვერ ვხვდებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ბიჭაშვილის დიპლომს. როგორც მოადგილეების დიპლომებიდან ირკვევა მიხეილ ბიძიშვილმა 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო თეიმურაზ გრძელიშვილმა 2005 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

 

 

 


ონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024