ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

30 სექტემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ -ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში - 2013-2014 წლების ანგარიში

კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.

27 სექტემბერი 2014 image

საერთაშორისო კვლევა საჯარო დაწესებულებების ონლაინ გამჭვირვალობის შესახებ

IDFI-მ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია, ინფორმაციის თავისუფლების ფონდის (რუსეთი) მიერ ინიცირებულ საერთაშორისო მონიტორინგში სახელმწიფო დაწესებულებების ღიაობის შესახებ

26 სექტემბერი 2014 image

პრემიერ-მინისტრი - ღია მმართველობასა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. 24 სექტემბერს ის საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე „ღია მმართველობის პარტნიორობა” ( 0GP) სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილი ინვესტორებს საქართველოში ეპატიჟება და საქართველოს მთავრობის მიერ ღია მმართველობის კუთხით არსებულ 27 ვალდებულებაზე ლაპარაკობს.

 

26 სექტემბერი 2014 image

ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტ ტექნოლოგიებმა მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ახალი ფორმები წარმოქმნა და კომუნიკაცია შედარებით ადვილი გახადა. ელექტრონული მმართველობა (E-Governance) ეფუძნება ინფორმაციის ონლაინ გავრცელებას და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ქვეყნის მმართველობაში. 

25 სექტემბერი 2014 image

OGP-ს ბოსნია და ჰერცოგოვინა შეუერთდა

ღია მმართველობის პარტნიორობას ბოსნია ჰერცოგოვინა შეუერთდა და წევრი ქვეყნების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. პარტნიორობამ ბოსნია ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი გაწევრიანების თხოვნით 1 სექტემბერს მიიღო.

24 სექტემბერი 2014 image

გიორგი კლდიაშვილი ნიუ იორკში OGP-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და ფორდის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

24 სექტემბერი 2014 image

დისკუსია სტუდენტებთან OGP-ის თემაზე

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია 23 სექტემბერს გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა.

22 სექტემბერი 2014 image

IDFI-მ ბათუმის მედიისთვის OGP-ის შესახებ ვორქშოფი გამართა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ ვორქშოფი გამართა. შეხვედრა, რომელსაც IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

19 სექტემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები ქვემო ქართლის რეგიონიდან

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

18 სექტემბერი 2014 image

ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში OGP-ის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვა

24 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მესამე საიუბილეო შეკრებაზე სიტყვით გამოვა.