სემინარი ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 ოქტომბერი 2014

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და იუსტიციის სამინისტრო იწვევს ჟურნალისტებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა გაიმართება 11 ოქტომბერს 12:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“. მისამართი ლადო ასათიანის ქ. #62


OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი სხვა 64 ქვეყანასთან ერთად საქართველოცაა. სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალეობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.


მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.


სემინარის ფარგლებში ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ზოგადად პარტნიორობის, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულებების შესახებ. სპიკერები აუხსნიან მონაწილეებს თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

 


 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID,
დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024