IDFI –ის სემინარი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 ოქტომბერი 2014

         

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 16 ოქტომბერს 14:00 საათზე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “მწვანე დარბაზში“ გამართავს სემინარს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ.


დასწრება თავისუფალია.


OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი სხვა 64 ქვეყანასთან ერთად საქართველოცაა. სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალეობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.


მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა.


სემინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ზოგადად პარტნიორობის, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულებების შესახებ. სპიკერები აუხსნიან მონაწილეებს თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

 

 

  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია USAID,
  დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024