OGP -ის შესახებ სემინარი თსუ-ში

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 ოქტომბერი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ სემინარი გამართა.

IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი შეხვედრის მონაწილეებს პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მანვე აუხსნა, რა ტიპის ვალდეულებებს იღებენ უწყებები OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მიმოიხილა უკვე განხორციელებული პროექტები და დეტალურად გააცნო ის ცვლილებები რაც 2014-2015 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე. დაინტერესდნენ რა მექანიზმები შეიძლება შეიქმნას იმისათვის რომ დადგინდეს რამდენად კეთილსინდისიერად ივსება დეკლარაციები, როგორ უნდა მოხდეს მისი გადამოწმება.

საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ შეუძლია რიგით მოქალაქეს ჩაერთოს ისეთი საკითხების განხილვაში როგორიც მაგალითად ბიუჯეტის დაგეგმვაა. გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებს აუხსნა რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საკუთარი აქტიურობითა და ჩართულობით გავლენა მოახდინონ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიღების პროცესში.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024