პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის დაფინანსება: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 104100,00ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 22 ივლისი - 1 ნოემბერი
ზოგადი ინფორმაცია:
პარტნიორობა ღია მმართველობა (Open Government Partnership) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის ზრდას, გადაწყვეტილების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის ხელშეწყობას კორუფციასთან ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ღია ეფექტური და ანგარიშვალდებული.
გაერთიანება 2011 წელს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაარსდა და 65 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორისაა საქართველო, რომელიც ადრეულ ეტაპზევე, 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა პარტნიორობას. OGP-ს მართავს მმართველი კომიტეტი, რომლის წევრად საქართველო 2014 წელს აირჩიეს.
საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა OGP -ს მიზნების შესასრულებლად მუშაობს საჯარო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
OGP -ს წევრი ქვეყნები აღებული ვალდებულებებით პასუხობენ პარტნიორობის 5 მთავარ გამოწვევას - 1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, 2. საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, 3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა 4. უსაფრთხო გარემოს შექმნა და 5. კორპორაციული ანგარიშვალდებულების ზრდა.
65 წევრი ქვეყნიდან საქართველომ ერთ ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო (15 ქულა 16 დან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით. ერთადერთი კომპონენტი, სადაც საქართველომ დაბალი ქულა მიიღო სამოქალაქო ჩართულობაა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
OGP-ის ფარგლებში 2014 წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და ახალი ვალდებულებები აიღო. გეგმის შემუშავების პროცესს და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კოორდინირებას ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი და მისი სამდივნო უწევს, რომელიც ახალი ფორმატით 2014 წლის 15 იანვრიდან ფუნქციონირებს. ფორუმი შედგება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან
პროექტის მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერას, რაც მოიცავს OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ შეხვედრას და ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტის აქტივობები:
• OGP-ს შესახებ საზოგადოების ამაღლების მიზნით, ვორქშოფები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან
• ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით ბეჭდური მასალის - ფლაერების და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის გამოცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე
• ბეჭდური მასალის გავრცელება უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, იუსტიციის სახლებსა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში სხვდასხვა რეგიონებში
• ვიდეოების დამზადება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან და მის სამდივნოსთან თემის, მესიჯისა და ქრონომეტრაჟის შეთანხმებით
• ვიდეოების სხვადასხვა ფორმატში ჩაწერა ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში განსათავსებლად
განხორციელებული აქტივობები:
• OGP -ს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმა და ჩატარდა 14 ვორქშოფი სტუდენტებთან, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან, შეხვედრები გაიმართა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში - ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და ყვარელში;
• ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით შემუშავდა და გამოიცა ფლაერები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე;
• იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა დიზაინი და დაიბეჭდა 2014-2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა სრული სახით ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• დაიბეჭდა საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემოკლებული ვარიანტი ბროშურის სახით, რომელსაც თან დაერთო ვიზუალური მასალა;
• ბეჭდური მასალები დარიგდა უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში. ნაწილი გადაეცა იუსტიციის სამინისტროს საჯარო სტრუქტურებში გასავრცელებლად
• მომზადდა სამი გრაფიკული ვიდეო, რომელიც სოციალური რეკლამის სახით განთავსდა ტელევიზიების ეთერში. პირველი მათგანი საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, მეორე - ზოგადად OGP-ს, მესამე ვიდეო კი ორივეს აერთიანებს;
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ბროშურა
ღია მმართველობა საქართველო 2014-2015 (ვიდეო)
ლიბცენტრის სტუდენტებისთვის OGP-ის შესახებ სემინარი გაიმართა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა
OGP-ის შესახებ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართა
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვერდა [VIDEO]
OGP-ის შესახებ სემინარები რეგიონებში გაიმართა
OGP-ის შესახებ სემინარი საქართველოს უნივერსიტეტსა და GIPA-ში გაიმართა
ახალი პოლიტიკა OGP-ს ქვეყნების პასუხისმგებლობის გასაზრდელად
OGP-ის ფორუმის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმზე იმსჯელეს