ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 6 ნოემბერი 2014

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეასრულა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც უპრეცედენტო სტატისტიკა გამოქვეყნა, რომელიც ფარულ მიყურადებას ეხება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2014 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) განმავლობაში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილულია 952 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 819 შუამდგომლობა.

 

ინფორმაცია გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების კატეგორიაში (2014 წლის 9 თვე), ქვეკატეგორიაში “მონაცემები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ”. სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ ინფორმაცია არ არის დეტალიზირებული, სტატისტიკაში არ არის მითითებული, თუ რომელმა ორგანოებმა (პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) დააყენეს აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, არ არის მითითებული სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენაზე იყო დაყენებული შუამდგომლობები თუ აღნიშნული სტატისტიკა ასევე მოიცავს მიყურადების სხვა მეთოდებსაც (მაგ. კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ).


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მუდმივად აკვირდება აღნიშნულ მონაცემების საჯაროობის და ხელმისაწვდომობის პროცესს. მოსმენების სტატისტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა გამოვაქვეყნეთ:


იხილეთ მაგალითად სტატია: მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა
აგრეთვე სტატისტიკური ინფორმაცია პროკურატურის მიერ განხორციელებული ფარული მიყურადების შესახებ.


შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შედარების საფუძველზე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარულ მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.


მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 % შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს.

 

IDFI მიესალმება უზენაესი სასამართლოს მიერ OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თვალყური ადევნონ მოსმენების რაოდენობის ზრდისა თუ კლების დინამიკას, აგრეთვე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობას. ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

აქვე გვინდა, დამატებითი რეკომენდაციებით მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოვუწოდოთ, გამოაქვეყნოს უფრო დეტალური მონაცემები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

 

• მონაცემები გამოქვეყნდეს შუამდგომლობის წარმდგენი კონკრეტული უწყებების მიხედვით;
• გამოაქვეყნოს მონაცემები სხვა კავშირგაბმულობის არხებზე ფარული მიყურადების შესახებ;
• მონაცემები გამოქვეყნდეს კვარტალურად, თვეების მითითებით;
• მონაცემები ჩაიშალოს სასამართლოების მიხედვით;
• მონაცემები განთავსდეს ვებგვერდზე მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ ადგილას, აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკისაგან გამოცალკევებულად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024