გიორგი კლდიაშვილი ნიუ იორკში OGP-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 სექტემბერი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და ფორდის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა 24 სექტემბერს ნიუ იორკში, ფორდის ფონდში გაიმართება.

გიორგი კლდიაშვილის გარდა თოქშოუში მონაწილეობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, როგორიცაა თავად ფორდის ფონდი, CIVICUS, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ბუნებრივი რესურსების მართვის ინსიტიტუტი (NRGI) ოქსფამი (Oxfam International) და Twaweza.

 

 

IDFI-ის დირექტორი, რომელიც ამავე დროს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარეა, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრებს, იმაზე, თუ რა რეფორმები გატარდა OGP-ის ფარგლებში მთავრობის ღიაობის გაზრდისთვის. ღონისძიების მიზანია ჩამოაყალიბდეს ხედვა თუ როგორ არის შესაძლებელი OGP-ის პლატფორმის უკეთესად გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახული გეგმების მისაღწევად. თავად პარტნიორობის ოთხწლიან სტრატეგიულ გეგმაშიც დიდი ადგილი უკავია სწორედ სამოქალაქო საზოგადეობის ლიდერი კოალიციების კავშირების გამყარებას და ძალების გერთიანებას, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი უნდა მოიტანოს მთავრობის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით. ღონისძიებას ესწრებიან მსოფლიოს ლიდერი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ამავე დღეს, 24 სექტემბერს გაიმართება OGP-ის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც გაეროს გენერალურ ანსამბლეის ნაწილია. აქ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნების პირველ პირებთან ერთად სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024