დისკუსია სტუდენტებთან OGP-ის თემაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 სექტემბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ სტუდენტებთან დისკუსია 23 სექტემბერს გამართა. შეხვედრა, რომელსაც სხვდასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ განათლების მულტიმედია ცენტრში შედგა.

IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აუხსნა როგორ მუშაობს OGP, რა ვალდებულებებს იღებს საქართველო პარტნიორობაში, როგორ არის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში ჩართული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ გაიზარდოს დაინტერესება როგორც ვალდებულებების შემუშავების თვალსაზრისით, ისე მათი შესრულების კონტროლის მიმართულებით.

 

ლევან ავალიშვილმა სტუდენტებს განუმარტა, თუ რა ვალდებულებები აქვთ აღებული სახელმწიფო უწყებებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შემდეგ კი მათ სთხოვა მოეფიქრებინათ ერთი ვალდებულება თბილისის მერიისთვის, რაც მათი აზრით კარგი იქნება თუ მომდევნო სამოქმედო გეგმაში აისახება.

მსჯელობის შემდეგ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერიამ უნდა დანერგოს სერვისები, რაც ფოკუსირებული იქნება მოქალქეებთან კომუნიკაციის, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბუნძურების შემცირებაზე.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ თბილისის მერიის ვებ გვერდს დაემატება ფუნქცია, რითიც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ნებართვის ელექტრონულად მიღება. გარდა ამისა, მონაწილეთა აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემაა თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურება, რაც შესაძლოა გაუმჯობესდეს რიგში ელექტრონულად დარეგისტრირებით. როგორც ერთ ერთმა მონაწილემ აღნიშნა, თუ ვებ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია რამდენი ადამიანი ელოდება საკუთარ რიგს და სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ რიგის ნომერს, ამით დაზოგავენ დროს და რესურსებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024