ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ოქტომბერი 2014

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა მორიგი სამუშაო შეხვედრა 3 ოქტომბერს გამართა. ფორუმის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსუდან მიხელიძემ წევრებს სექტემბრის თვეში OGP-ის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ აცნობა. ამ პერიოდში ნიუ იორკში ჯერ მაღალი დონის შეხვედრა შედგა, სადაც მოხსენება პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, მეორე დღეს კი OGP -ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველო, როგორც წევრი პირველად დაესწრო. ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენდა. საქართველო მმართველ კომიტეტში მინდინარე წლის ივლისში აირჩიეს.

რუსუდან მიხელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრი თავად ჩაერთო პარტნიორობაში და მაღალ დონეზე გამოიხატა OGP-ის პრინციპების მხარდაჭერა.

მიხელიძემ ფორუმის წევრებს აუხსნა, როგორ მუშაობს მმართველი კომიტეტი. OGP -ში სულ სამი ქვეკომიტეტია – გამოცდილების გაზიარების, კრიტერიუმების და სტანდარტების და მმართვისა და ლიდერების ქვეკომიტეტი. ფორუმის თანათავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ საქართველო პირველ კომიტეტში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთარი გამოცდილების გაზიარება და სხვა ქვეყნებისგან საუკეთსო პრაქტიკის მიღება.

მიხელიძის თქმით, მმართველ კომიტეტში აგრეთვე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება წაახალისონ ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ წარუდგენიათ, გარდა ამისა, გადაწყდა, რომ OGP-ს ეყოლება საკუთარი ელჩები. მათი ფუნქცია იქნება პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება ამ ელჩების შერჩევა.

 

რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა OGP-ის სამუშაო ჯგუფების შესახებაც და აღნიშნა, რომ ასეთი სულ 5 ჯგუფია – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ღია მონაცემების, ბუნებრივი რესურსების, საბიუჯეტო პროცესების და საკანონდებლო პროცესების ღიაობის. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ფორუმის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ამ ჯგუფების მუშაობაში.

გარდა ამისა, საქართველოში OGP -ის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ეს იყოს რეგიონული სამიტი. იუსტიციის მინისტრთან გავდივართ ახლა კონსულტაციებს და შემდეგ უკვე მთავრობა განიხილავს ამ საკითხს, უნდა შევაფასოთ რა რესურსები გვაქვს და მოვემზადოთ კარგად“, – აღნიშნა რუსუდან მიხელიძემ.

 

ფორუმის თანა-თავმჯრომარემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, რომ OGP-ის წლიური სამიტი 2015 წლის შემოდგომით უნდა გაიმართოს, ამიტომ თუ საქართველოს სურს რეგიონული შეხვედრის გაკეთება, წლის პირველ ნახევარში უნდა მოესწროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მალევე უნდა დაიწყოს.

 

ფორუმის წევრები დაინტერესდნენ სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობითაც. გეგმის თანახმად, 20 სექტემბერს უზენაესს სასამართლოს ფარული მიყურადების შესახებ კვარტალური სტატისტიკა უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა მათ ვებ გვერდზე ეს ინფორმაცია განთავსებული კვლავ არ არის, რის საპასუხოდ ამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების სხვა ტიპის სტატისტიკასთან ერთად გამოქვეყნდება OGP-ის ვალდებულებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციაც. მისი თქმით, პირველი მონაცემები საიტზე დაახლოებით ათ დღეში განთავსდება.

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა ინფორმაციის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (IRM) პროცესის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ამ ანგარიშს საქართველოში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლაშა გოგიძე ამზადებს. მან მონაწილეებს გააცნო IRM-ის კვლევის სტანდარტები და ეტაპები, რასაც მკვლევარი გადის ანგარიშის დასრულებამდე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა იმჯელეს ფორუმის მუშაობაზეც და შეთანხმდნენ, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ შეხვედრის ინტენსივობა შემცირდება და ფორუმი ყოველი თვის ნაცვლად ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება იმპლემენტაციის პროცესის დასაკვირვებლად, მნიშვნელოვანი საკითხების არსებობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება დამატებითი შეხვედრის ჩანიშვნაც.

შეხვედრის დასასრულს ფორუმის წევრებმა ნახეს ვიდეო რგოლი OGP-ის და პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ვიდეო მომზადდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024