გენდერული თანასწორობა – მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 თებერვალი 2018

2018 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მონაწილეება იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე, როგორც მდგრადი განვითარების ერთერთ საკვანძო საკითხზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

 

მარიამ ჯაჯანიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მრჩეველმა და ადამიანის და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის მდივანმა, აღნიშნა, რომ, მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი (SDG 5) დაკავშირებულია სახელმწიფო პოლიტიკის ყველა საკითხთან.

 

„საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ მდგრადი განვითარების თითოეულ მიზანში შესულიყო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ინდიკატორები. 2030 წლის ეროვნული დღის წესრიგის ფარგლებში ქვეყანა იმუშავებს ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის, ქალებისა და კაცებისათვის თანასწორი ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის დაცვისა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასრულების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ჯაჯანიძემ.

 

ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) აღმასრულებელმა დირექტორმა, საშა გაბიზონმა, ისაუბრა გენდერული თანასწორობის როლზე დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში.

 

„საქართველოში რეალური სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის მისაღწევად აუცილებელია 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება, რისი საკვანძო კომპონენტი გენდერული თანასწორობის მიღწევაა“, – განაცხადა მან.

 

გიგი ბრეგაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში, ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე გლობალური მიზნების მისაღწევად.


„მდგრადი განვითარების დღის წესრიგი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას გენდერული უთანასწორობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მედიის კოორდინირებული მუშაობა, და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“, – განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

 

შეხვედრაზე გამართული დისკუსია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხს შეეხო. მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, არათანაბარ სამუშაო ანაზღაურებაზე, სამუშაო ადგილების არათანაბარ განაწილებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების დაბალ წარმომადგენლობაზე.

 

გამომსვლელებს შორის იყვნენ: ჰელენა სანჩო - საქართველოში შვედეთის საელჩოს პირველი მდივანი; ლევან ავალიშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი; საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები; „ჩვენ ვიკვლევთ“ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) გენდერულ საკითხთა ექსპერტები და მკვლევარები.

 

შეხვედრის გაიმართა IDFI, WECF, UNDP, საქართველოში შვედეთის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024