შეხვედრა მედიასთან: მდგრადი განვითარების მიზნები - გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ოქტომბერი 2017

27 ოქტომბერს, Impact Hub/ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში შვედეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), IDFI-მ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გამართეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მიზანი იყო, ჟურნალისტებისთვის მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის და 2030 წლამდე ამ მიზნების განხორციელებისთვის საქართველოს გეგმის გაცნობა.

 

შეხვედრა გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და UNDP-ის კოორდინატორმა ნილს სკოტმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა და UNDP-ის პრეს სამსახურის უფროსმა სოფო ჭიჭინაძემ, რომლებმაც ისაუბრეს გლობალური მიზნების და ქვეყნების მიერ ამ მიზნების მიღწევის მნიშვნელობაზე. მიზნები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სიღარიბის შემცირება, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუციების ჩამოყალიბება.

 

შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიზნების შესრულებისთვის ქვეყნის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია იყო. სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა ნინო სარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათი განხორციელების მექანიზმებსა და 2030 წლისთვის შესაძლო შედეგებზე.


დასასრულს, IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ და ანალიტიკოსმა მარიამ თუთბერიძემ საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესსა და მექანიზმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.


შეხვედრა მედიასთან წინ უძღვის საერთაშორისო ფორუმს SDG 16+, რომელსაც საქართველო 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე უმასპინძლებს და რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი დაესწრება.

 

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას, რომელთა მიღწევაც ქვეყნებმა 15 წლის განმავლობაში განიზრახეს.

 

საქართველოში, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განისაზღვრა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024