მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 ნოემბერი 2017

ოცდახუთი ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.


ფორუმი გახსნეს: ვიცე-პრემიერმა/საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა, კორეის რესპუბლიკის გაეროს მისიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ჩონგი ჰანიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორმა კატერინა ფიალკოვამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელმა/აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გაერთიანებული ერების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბონიან გოლმოჰამადიმ.


„საქართველოსათვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობა. წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ ხნის მანძილზე, საქართველო გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან სანიმუშო სახელმწიფოდ, რომელიც წელს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას იკისრებს. ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველომ ხელშესახებ წინსვლას მიაღწია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, ისევე როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ბაზრისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებში. მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს მიღწევები, ჩვენი წარმატება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ და ერთმანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მეტს მივაღწიოთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


ნილს სკოტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიოს სახელმწიფოებს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად იზრდება მთავრობის შესაძლებლობები, ეფექტურად ემსახუროს თავის ხალხს და სამოქალაქო ჩართულობა უზრუნველყოს,“ - თქვა მან.


სამდღიანი ფორუმის მსვლელობაში გაიმართა ექვსი პლენარული სესია, რომლებიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად საკითხებს - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას დაეთმო. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საუკეთესო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევის საქმეში და მსოფლიოს ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებზე კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სერვისებში ინოვაციის დანერგვის, კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეროვნული განვითარების საკითხებში. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილება და იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობაზე ღია მმართველობის პრინციპებთან. ფორუმის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს თბილისის იუსტიციის სახლი და საქართველოს საბაჟო; ისინი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.


თბილისში ჩატარებული ღონისძიება 16+ ფორუმის პირველი ასეთი ღონისძიებაა. ფორუმი 16+ის წევრები არიან დიდი შვიდეულის სახელმწიფოები და კიდევ 9 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ფორუმის სამდივნოს როლს ასრულებს გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFUNA).


„16+ ფორუმის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს წვლილი, როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყნის და მსოფლიო ლიდერის მდგრადი განვითარების მ-16 მიზნის მიღწევის საქმეში,“ - განაცხადა ბონიან გოლმოჰამადიმ, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) გენერალურმა მდივანმა.


16+ ფორუმის მონაწილეების ოფიციალურ მიღებაზე ასევე მოხდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოებაც (მიღება ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, IDFI-ის და UNDP-ის დახმარებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით). SDG კონკურსები გრაფიკულ ნამუშევრებსა და ესეებში ჩატარდა IDFI-ის, UNDP-ისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით:

 

- ანასტასია კვაშილავა-პოსტერი-მიზანი 12: გონივრული მოხმარება და წარმოება

 

- ლევან ქაშიბაძე - ფოტო - მიზანი 1: არა სიღარიბეს 

 

- ედიშერ ბაღათურია - 1 ადგილი-ესე-მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება

 

- ანა ქათამაძე - 2 ადგილი - ესე - მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

 

- თამარ ჩხაიძე - 3 ადგილი - ესე - მიზანი: გენდერული თანასწორობა

 

ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციასთან (WFUNA) თანამშრომლობით. ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტო, Tetra Tech ARD, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს გაეროს ასოციაცია.


„IDFI ამაყობს, რომ 16+ ფორუმის ერთი-ერთი ორგანიზატორია, რისთვისაც მადლობას ვუხდით „გაერთიანებული ერების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციას“ (WFUNA), საქართველოს მთავრობას, გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში (UNDP) და ყველა პარტნიორს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო მრავალმხრივი დისკუსია მშვიდობის, სამართლიანობისა და ეფექტური ინსტიტუტების საკითხზე. მიმაჩნია, რომ ეს ფორუმი დროული შესაძლებლობაა, ავსახოთ ის წარმატება, რაც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში გვქონდა, და გამოვკვეთოთ 2030 წლის დღის წესრიგის და მისი ტრანსფორმაციული ეფექტის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ვფიქრობ, SDG 16 და OGP კავშირშია ერთმანეთთან, რადგან ორივე ფოკუსირებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა 16+ფორუმის გახსნისას.


ფორუმი 16+ დაარსდა ნიუ იორკში, აშშ, 2016 წელს.

 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ

 

ფორუმის შესახებ ვიდეო იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024