მდგრადი განვითარების მიზნები - სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა 27 ოქტომბერს, ფაბრიკაში გამართულ სემინარზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა (SDG) და საქართველოში მისი ნაციონალიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
IDFI-ის წარმომადგენლებმა მარიამ თუთბერიძემ და საბა ბუაძემ ისაუბრეს საქართველოს ეროვნულ SDG-ის გეგმაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვაზე მონიტორინგისა და კოორდინაციის პროცესში, და მონაცემთა გამოყენებაზე 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად. შეხვედრა ნაწილია საერთაშორისო ფორუმისა „16+: სიტყვებიდან მოქმედებამდე“, რომელიც ოფიციალურად 31 ოქტომბერს გაიხსნება.